ახალი ამბები
ჯავაში რუსული კომპანიის დახმარებით სასმელი წყლის ,,ედისის" წარმოება დაიწყეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ახალი საწარმო გაიხსნა.

საწარმოში, რომელიც რუსული კომპანიის ,,ნატურპლანტის" დახმარებით ააშენეს, მთის წყალს ,,ედისს" ბოთლებით უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" აქვეყნებს.

,,რესის" ცნობით, ედისის წყალი არ შეიცავს გაზებს და ის სუფთა, ჩვეულებრივ წყალს წარმოადგენს. დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, ახალი საწარმოს მშენებლობაში დაიხარჯა 120 მლნ რუსული რუბლი. თანხა რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო. გახსნაზე კი, რუსეთის წარმომადგენელი მარატ კულახმეტოვიც იმყოფებოდა.

ედისი (ედისა) სოფელი ჯავის რაიონში, ხარულის ქედის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ზღვის დონიდან 1970 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ედისთან არის ასევე წყალსაცავი, რომლითაც ცხინვალი სასმელი წყლით მარაგდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები