ახალი ამბები
გორში ქალთა მონაწილეობით მარათონი გაიმართება
დღეს, გორში ქალბატონების მონაწილეობით მარათონი გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეჯიბრს, რომელიც ქალთა კვირეულის ფარგლებში იმართება, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. მსურველები სტადიონზე16:30 საათისთვის უნდა გამოცხადდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები