ახალი ამბები
გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სახლში გაწერეს
ორი მოზარდი, რომელიც გუშინ  ავარიის შემდეგ ჰოსპიტალში მიიყვანეს, სახლში გაწერეს. ამის შესახებ qartli.ge-ს საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ჩილინდრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს სხეულზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მალევე გაწერეს ჰოსპიტალიდან.

qartli.ge წერდა, რომ გუშინ კომბინატის დასახლებაში ავტომანქანა ტროტუარზე გადავიდა.

შემთხვევის ადგილის ვიზუალური ნახვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სატრანსპორტო საშუალება მეორე ზოლიდან მკვეთრად უხვევს მარჯვნივ. გადადის ტროტუარზე, ეჯახება საგზაო ნიშანს, ტრაექტორიას იცვლის და საბარგულით განათების ბოძს ეჯახება. აღსანიშნავია, რომ მანქანის მარჯვენა მხარეს კართან დაზიანებებია. ფაქტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იძიებენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები