ახალი ამბები
,,კუდის" ყოფილ თანამშრომელს აწინაურებენ
გორის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსს-ინსპექტორს პაატა კოდოშვილს აწინაურებენ. qartli.ge-ს ინფორმაციით, ის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაჰყავთ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კოდოშვილის სავარაუდო თანამდებობის შესახებ საკითხი 4 თვეში გაირკვევა. მისი განმარტებით, შს სამინისტროს რიგებიდან გათავისუფლებული არაა. ჩვენ მას კითხვა მაშინ დავუსვით, როდესაც კოდოშვილის გათავისუფლების შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა.

მისი კარიერა მეჯვრისხევის განყოფილებიდან დაიწყო, სადაც გამომძიებლად მუშაობდა. ის ფიგურირებს მეჯვრისხევის პენსიონერების ფულადი თანხის მითვისების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ არაობიექტურ გამოძიებაში. ინტერვიუში მოსახლეობა აცხადებს, რომ გამომძიებელი ხელს აწერინებდა ხელწერილზე, რომლის მიხედვით, თითქოსდა ბრალდებულთან პენსიონერებს პრეტენზია არ ჰქონდათ. ბრალდებული იყო კოდოშვილის მეგობარი. მათი მეგობრობის შესახებ პენსიონერების ფულადი თანხის მითვისებაში ბრალდებულის მშობლებმა ინტერვიუში განაცხადეს.

2009 წელს მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურში და აკონტროლებდა მოსახლეობის აქციებს. 

ხელისუფლების შეცვლის (2012 წლის შემდეგ) და ,,კუდის" გაუქმების შესახებ გადაიყვანეს გორის შს სამმართველოში და ებარა რაიონის ყველა განყოფილების გამომძიებელი. პარალელურად აგრძელებდა მოსახლეობის აქციებზე ,,უსაფრთხოების" დაცვას.

კოდოშვილის ნაყიდი ძველი სახლის სახურავი მერიის დავალებით გადახურა კომპანიამ, რომელიც ანაზღაურებას დღემდე ითხოვს. საგულისხმოა, რომ კოდოშვილის ოჯახს გადარიცხული აქვს თანხა ერთ-ერთ პარტიაში, რომლის დეტალებს qartli.ge არკვევს.

იხ. ამავე თემაზე:

,,სუსის" და პოლიციის თანამშრომლები ,,ოცნების" ყრილობაზე

მეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა - პოლიციაში შედგენილი ჩვენებები სადავო ხდება

გორის პოლიციის მაღალჩინოსნის სახლს გამგებლის დავალებით სახურავი გამოუცვალეს

ახალი დეტალები - მეჯვრისხევში სტიქიას მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსნის სახლი ,,დაუზიანებია"

გორის დათვს პოლიციის ოჯახისგან ნაყიდი 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები