ახალი ამბები
გორში მოპედს ტაქსი დაეჯახა - დააჯარიმეს მანქანის მძღოლი
ფოტო: შემთხვევის ადგილიდან

მოპედის მძღოლი, რომელსაც დღეს ტაქსი დაეჯახა. მსუბუქად დაშავდა. შეჯახება გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე მოხდა.

საგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯარიმის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით გამოწერეს.

ოქმის მიხედვით, სატრანსპორტო მოძრაობის წესები მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია და 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები