ახალი ამბები
გორის #3 და ქარელის #2 საჯარო სკოლები ნიკო კეცხოველის სახელობის ფინალურ ტურში მოხვდნენ
ნიკო კეცხოველის სახელობის გარემოს დაცვითი სასკოლო კონკურსის ფინალურ ტურში, შიდა ქართლიდან გორის #3 და ქარელის #2 საჯარო სკოლები მოხვდნენ.

კონკურსში შიდა ქართლის რეგიონიდან სულ 50-მდე სკოლა იყო ჩართული,საიდანაც ნახევარ ფინალურ ტურში 8 საჯარო სკოლა გადავიდა.

2 მარტს კი ნახევარ ფინალური ტურის შეხვედრამ შიდა ქართლიდან კონკურსის ფინალის საგზური ორმა სკოლამ გორის მესამე და ქარელის მეორე საჯარო სკოლამ მოიპოვა.

ფინალური ტური 21 მარტს ტყეების საერთაშორისო დღეს გაიმართება,სადაც საქართველოს მასშტაბით ფინალში გადასული 30 სკოლიდან 3 საუკეთესო შეირჩევა.

წლევანდელი კონკურსის თემას მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენდა.

კონკურსის ძირითადი გზავნილებია გარემოს დაცვითი განათლების მხარდაჭერა,სოციალური პასუხისმგებლობების ამაღლება,სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართვა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საერთაშორისო,ეროვნულ,რეგიონულ და ადგილობრივ ინიციატივებში.
ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსი საქართველოს მასშტაბით CENN-ის მიერ ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები