ახალი ამბები
მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დღეიდან დაიწყო
მალხაზ კობაურის საქმის განხილვას დღეიდან დაიწყო.

სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს და ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.

პროცესის დაწყებამდე კობაურის ადვოკატმა და საქმის პროკურორმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

მალხაზ კობაურის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, პროკურატურის არც ერთი ვერსია არ შეესაბამება რეალობას.
,,ფაქტობრივად ერთი თვე რჩება პროცესის დასრულებამდე. ბრალდების მხარეს კობაურის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ამაში ნაფიცმსაჯულებიც დარწმუნდებიან’’ - განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ.

საქმის პროკურორის თქმით კი, პროკურატურას კობაურის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
,,ბრალდების მხარე აღნიშნულ სასამართლო პროცესზე წარადგენს არაერთ მტკიცებულებას, რომლებიც ერთობლიობაში დაადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია სწორედ ბრალდებულ მალხაზ კობაურის მიერ’’ - აღნიშნა საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა.

სასამართლოს შენობაში აშშ-ს კონსული ჟენეტ რებერიც იმყოფებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები