ახალი ამბები
გორში ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

4 მარტს გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

მასში მონაწილეობას მხოლოდ მხატვარი ქალები იღებენ, მათ შორის არიან სამხატვრო სკოლის მასწავლებლები.

გამოფენა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა და 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები