ახალი ამბები
კასპის სოფლებში წინარეხსა და კოდისწყაროში ახალი სკოლები აშენდება
კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახალი სკოლები აშენდება. ამის შესახებ qartli.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სკოლები აშენდება სოფლებში: წინარეხსა და კოდისწყაროში.

მიმდინარე წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 29 სკოლიდან 26 სკოლაზე უკვე გამოაცხადა პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები