ახალი ამბები
ერთ წელიწადში გორში 5 კერძო სახლი აშენდა
ერთ წელიწადში გორში 5 კერძო საცხოვრებელი სახლი აშენდა. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

მშენებლობის ნებართვების გაცემის სამსახურის თანამშრომლებმა ობიექტები ექსპლუატაციაში მიიღეს.

ჯამში 2018 წელს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ექსპლუატაციაში 31 ობიექტი მიიღო, საიდანაც 12 არის კომერციული დანიშნულების ობიექტი, ხოლო 14 მცირე საწარმოა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები