ახალი ამბები
ტურიზმის განვითარების თემაზე გორში კონფერენცია ჩატარდა
დღეს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ,,ტურიზმი გორის მუნიციპალიტეტში’’.

კონფერენციაში მონაწილეთა მიზანი, ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენაა, რომლებსაც შემდეგ ტურისტებს შესთავაზებენ.

,,ძირითადად თემები შეეხება იმ ტურისტულ ადგილებს, რომლებსაც შემდგომში უნდა გაეწიოთ პოპულარიზაცია, რათა ტურისტები მოვიზიდოთ და მეტი ტურისტი შემოიყვანონ გორში.’’ - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების უფროსი, რობერტ მაღლაკელიძე.

პრეზენტაციებს შორის იყო ისეთი თემები, როგორიცაა: ,,ფოტოგენური ზონები და საკემპინგე არეალი გორში".

კონფერენციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები