ახალი ამბები
შიდა ქართლში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთი აღმოჩნდა
შიდა ქართლში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ფეხბურთია. მას ჭიდაობა და კალათბურთი მოსდევს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. ბოლო მონაცემები 2018 წლის პერიოდს მოიცავს.

სტატისტიკის მიხედვით, შიდა ქართლის მასშტაბით, სპორტულ სამყაროში 8790 სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის ადამიანია ჩართული.

აქედან:

ფეხბურთელია - 1915 სპორტსმენი.

მოჭიდავე - 1500 (აქედან 691 - ქართული ჭიდაობა, 640 - ძიუდო, 179 - თავისუფალი ჭიდაობა).

კალათბურთელი - 1275 

რაც შეეხება დანარჩენებს, რაგბიში 505 სპორტსმენია რეგისტრირებული, ხოლო ჭადრაკში - 342.

სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდული კომიტეტის ცნობით, საერთო ჯამში, სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა მცირეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები