ახალი ამბები
გორში კორპუსის ეზოში მიუსაფარი ძაღლის მოკვლით იმუქრებიან
გორში, რომელაშვილების ქ.#190-ში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი მიუსაფარ ძაღლს უჩივის და ეზოდან მის წაყვანას ითხოვენ.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა წაიკითხა. მისი ინფორმაციით, ძაღლს რამდენიმე პირი ერჩის. მიუსაფარი ცხოველი მიკედლებული ჰყავს ერთ-ერთ ოჯახს, რომელიც შიშოს, რომ ძაღლს მოუკლავენ.

ირმა მთიულიშვილის განცხადებით. ეს ის კორპუსია, რომლის ეზოში ნაწამები კატები ნახეს და მოძალადეც სავარაუდოდ იქვე ცხოვრობს. გორის პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა დღემდე ვერ მიაგნო სავარაუდო დამნაშავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები