ახალი ამბები
DCFTA-ის ფარგლებში გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის, ეფექტური მოდელის შექმნის შემუშავების მიზნით, გორის დემოკრატიის ცენტრში შეხვედრა გაიმართეს.

„ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონის პრიორიტეტული სექტორების გამოწვევების და გადაჭრის გზები ისაბურეს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა რეგულარული შეხვედრები, რაც ქმნის შესაძლებლობას, დამყარდეს სტრუქტურირებული კომუნიკაცია მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (CSO) და საქართველოს მთავრობას შორის (როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური), რათა ის მოთხოვნები, რეკომენდაციები და პრობლემები, რომელიც SME-ებს საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესში გააჩნიათ, რეგიონებიდან პირდაპირ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე გადაიცეს, სადაც მათი მოგვარება იქნება შესაძლებელი.


პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში; მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად საჭირო დახმარების გასაწევად.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ. "
Print

სტატიის გამოყენების პირობები