ახალი ამბები
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა გორში შეხვერდა გამართეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, პროფესორებსა და გორის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იმ მოთხოვნებისა და სურვილების გამოვლენა იყო, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გააჩნია.

,,რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები და ეს უკვე მესამე შეხვედრაა. იკვეთება საკითხები, რომელიც სამივე რეგიონს აერთიანებს, მაგრამ იკვეთება საკითხები, რომელიც ყველა რეგიონს განსხვავებული აქვს. ამიტომაც ყველა მხარეს უნდა ჩავიდეთ და დაველაპარაკოთ ადამიანებს. მიხარია, რომ უფრო მეტად არის აწეული ყურებადობა და მეტ-ნაკლებად იციან იმ გადაცემების შესახებ, რომელიც გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.’’ - ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები