ახალი ამბები
მეწარმე ქალები შიდა ქართლიდან - ბათუმის ბიზნესფორუმი
ბათუმში მიმდინარე ქალთა ბიზნესფორუმზე შიდა ქართლიდან ოთხი მეწარმე ქალი იმყოფება. ესენი არიან: ირმა კიტრიაშვილი, ნინო გიორგაძე, ნინო ოქროპირიძე და ირმა გოგობერიძე.

ირმა კიტრიაშვილი რძის საწარმო ,,ნებიერას" ხელმძღვანელია, ნინო გიორგაძე - სამკერვალო სახელოსნო ლიდერის და საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ნინო ოქროპირიძე (დევნილი) კომპიუტერული ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო ირმა გოგობერიძე - ფერმერი (თხების ფერმა კასპში).

ბიზნესფორუმი აჭარის სავაჭრო პალატის ორგანიზებით იმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები