ახალი ამბები
გორის მე-5 სკოლის მოსწავლემ ციხისუბნის ეთნო-რელიგიური მოზაიკა შექმნა
გორის მეხუთე სკოლის მოსწავლემ ციხისუბნის ეთნო-რელიგიური მოზაიკის პროექტის წარდგენისთვის პრიზი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მარიამ მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ კონფერენციაში - „ტურიზმი გორის მუნიციპალიტეტში“.

მარიამ მაისურაძე მეათე კლასელია. მისი პროექტის ხელმძღვანელია გეოგრაფიის მასწავლებელი - ნანა წიწუაშვილი.

იხ. მარიამ მაისურაძის მოზაიკა

Print

სტატიის გამოყენების პირობები