ახალი ამბები
გორში დაზიანებული გზების, ხიდებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების აღწერა იწყება
გორის მერია იწყებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას, რომლის განხორციელება 2019-2020 წლებში იგეგმება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

დაზიანებულ ინფრასტრუქტურაში ითვლება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ნაპირდამცავი და ნაპირსამაგრი ნაგებობები, ასევე, სახიდე გადასასვლელები. დაქირავებული კომპანია ვალდებულია თითოეულ ობიექტზე შესაბამისი საპროექტო ნახაზები შეადგინოს და დაითვალოს მათი აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

კომპანია ასევე შეიმუშავებს სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

ამ დოკუმენტის შესაქმნელად 100 000 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები