ახალი ამბები
გორის ბარში ბიჭმა, გოგოს გამო, ჭურჭელი დაამტვრია
გორის ბარ-რესტორანში ბიჭმა ჭურჭელი მას შემდეგ დაამტვრია, როდესაც გოგონა საცეკვაოდ გაიწვია და უარი მიიღო. ამის შესახებ qartli.ge-ს თვითმხილველმა აცნობა.

მისი თქმით. ერთ-ერთ ბარ-რესტორანში, ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე მაგიდებზე ისხდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ნასვამი მამაკაცი გოგონების მაგიდისკენ წავიდნენ და ერთ-ერთი მათგანი საცეკვაოდ გაიწვია, თუმცა უარი მიიღო.

ამის შედეგ კონფლიქტი გამწვავდა. ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას გვერდით დაჯდა, მაგიდაზე თავი დადო. მაგიდაზე ჩაძინებულ ვაჟს ქალმა ყვავილების ლანგრიდან წყალი თავზე დაასხა. გამოღვიძებულმა მამაკაცმა თეფშები დაამტვრია.

ბარის ადმინისტრაციამ სუფრის წევრებისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები