ახალი ამბები
გორში 5- დან 15 წლამდე ბავშვებს შორის ცურვაში შეჯიბრი მოეწყო
გორში, საცურაო აუზის ,,აქვა ბეიბის“ ორგანიზებით თავისუფალი და გულაღმა სტილით ცურვაში შეჯიბრი მოეწყო.

სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად 5-და 10 წლამდე ასაკის 58 ბავშვი იღებდა მონაწილეობას.

შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხი ასაკობრივი ჯგუფიდან 15 გამარჯვებული გამოვლინეს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ბავშვებს სიგელები და მედლები გადაეცათ.

საცურაო აუზი ,,აქვა ბეიბი“ სამი თვეა რაც გორში ფუნქციონირებს და ბავშვებს სხვადასხვა სახეობის ცურვას შეასწავლიან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები