ახალი ამბები
ქალი ღვთაებები ქართლიდან
უფლისციხეში აღმოჩენილია ქალი ღვთაებების ქანდაკებები. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი საკულტო ძეგლია, ხოლო ქვაზე მჯდომი ქალი - სხვა წარმართული რელიგიიდან შემოტანილია. ზოგადად კი, უფლისციხე საკულტო ქალაქად მიიჩნევა და აქ მსგავსი ქანდაკებების არსებობა არც უკვირთ.

უფლისციხეში აღმოჩენილი ქანდაკებები წინარე ქრისტიანულ ხანას განეკუთვნება.

ქურუმთა ქალაქში წარმართული რელიგიური ნიშნები მე-18 საუკუნემდეც კი შემორჩა. ამას ვახუშტი ბატონიშვილის ჩანაწერიც ადასტურებს - უფლისციხელები მისნობას მისდევენო.



არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ციხე-ქალაქში მზეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 90-იან წლებამდე შემონახული იყო დარბაზი, სადაც ჭერზე მზის დისკო იყო გამოსახული. ეს გამოქვაბული ამჟამად ჩანგრეულია. მზე დაკავშირებული იყო ქალღმერთთან.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. კვირია იერარქიულად ყველა იმ დანარჩენი კულტის სათავეში იდგა, რომელსაც ცალკეული თემები თუ ტომები აღმერთებდნენ. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ყველა თემს ჰყავდა როგორც საერთო, ასევე საკუთარი ღმერთი. 


კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორია სამოსახლოდ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში აუთვისებიათ. გათხრებმა უფლისციხის არსებობის ყველა პერიოდის მასალა. არქეოლოგებმა გამოყვეს სამი კულტურული ფენა: ადრე და წინაანტიკური ხანისა, ელინისტური და გვიანანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების.


ხალხს მავნე სულების მეუფის არსებობაც სწამს. ივანე ჯავახიშვილის ცნობით, "ალი"  ქართლშიაც და კახეთშიაც მშვენიერ ქალად მიაჩნიათ. მას მშვენიერი გრძელი გაშლილი თმები აქვს და კაცს სილამაზითა ჰხიბლავს. ალი წყალშიაცა ცხოვრობს და ასეთს "წყლის ალი " ჰქვია. ,,ქაჯი" კი მამაკაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები