ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე გორში შეხვედრა მოეწყო
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში’’ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობას.

ორგანიზატორები თქმით მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც მოეწყობა, რათა საქარათველოს მოსახლეობასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიტანონ.

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. შეხვედრას სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი დავით ცხადაძე უძღვებოდნენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები