ახალი ამბები
9 მარტი გორში
1956 წლის 5, 6, 7 და 8 მარტს ქალაქ გორისა და საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლები მიდიოდნენ სტალინის სახელობის მოედანზე და მის ძეგლს გვირგვინებით ამკობდნენ. ქალაქის ახალგაზრდობა უწყვეტ რეჟიმში მორიგეობდა, მონუმენტთან მუდამ იდგა საპატიო ყარაული. მოედანზე კარავი იყო გაშლილი, იქვე ახლოს კოცონი ენთო, სადაც მორიგეები თბებოდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1956 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი.

ამ ფაქტმა საქართველოში მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო საპროტესტო აქციები. 1956 წლის 9 მარტს თბილისში დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერაც არ არის ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველოში დაცული მასალების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა, თუმცა, ,,საარქივო მოამბეც" და თვითმხილველებიც აცხადებენ, რომ მსხვერპლი ბევრად მეტი იყო და იმ დღეს 70- დან 100 კაცამდე დაიღუპა.

რა ხდებოდა ამ პერიოდში გორში, უფრო დეტალურად ნახეთ ჩვენი მასალა: 

სისხლიანი 9 მარტის დღეები გორში - 1956 წელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები