ახალი ამბები
ატოცის ფერწერა - ქართლის პეიზაჟები მუყაოზე (Photo)
ფოტოზე: ატოცი

მუყაოზე შესრულებული ფერწერა 1986 წლით თარიღდება. ატოცის პეიზაჟი  მხატვარმა ხიტა ქუთათელაძის ხსოვნას მიუძღვნა.

გიორგი (გოგი) ხუციშვილის ფერწერულ ტილოებს შორის სწორედ ქართლის პეიზაჟები გამოირჩევა.

გოგი ხუციშვილი დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 ივლისს. 1950-1960-იან წლებში ეუფლებოდა ქანდაკებასა და ფერწერას.

1965 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1970-იან წლებში სწავლობდა სორბონასა და პარიზის კაზმულ ხელოვნებათა სკოლაში. პირველი პერსონალური გამოფენა 1975 წელს პარიზში „CIES“-ის გალერეაში მოეწყო. 1980 წელს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში ხელოვნების მუზეუმში შედგა.


ფოტოზე: ქართლის პეიზაჟი - შემოდგომა

1985 წლიდან იყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი. 1990 წლიდან იყო საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი.

მისი ნამუშევრები თბილისის გარდა, დაცულია პარიზის, დრეზდენის, ბერლინის, პრაღის, ბრნოს, ბრატისლავის, ბუდაპეშტის, კრაისტ-ჩრჩის (ახალი ზელანდია), დუბლინის, შენონის (ირლანდია), იენის, ოტავის, სან-პაულუს, კურიტიბას (ბრაზილია),მ ლა-პასის (ბოლივია), სოფიის, ტოკიოს, ტალინის, ნიუ-იორკის, პეკინის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებსა და კერძო კილექციებში.

გიორგი (გოგი) გარდაიცვალა 1993 წლის 16 აპრილს თბილისში.


ფოტოზე: ქართლი

Print

სტატიის გამოყენების პირობები