ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხანძარია
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. ამჯერად, ზემო და ქვემო ოქონას ტერიტორიაზე ხმელი ბალახი და ბუჩქნარი იწვის.

ფოტოები სოფელ ატოციდან გადაიღეს.

ხანძრების შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს. ის ოსურ მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი მშრალი ამინდებია

ცხინვალის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ხანძრის 10-მდე შემთხვევა დაფიქსირა - ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის (ახალგორი) რაიონებში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები