ახალი ამბები
ხანძარი საკორინთლოსთან - ცეცხლის მორიგი კერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ორი დღეა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხანძრები მძვინვარებს. ოსური მედიის ცნობით, შაბათ-კვირას ცეცხლის 10-მდე გაჩნდა.

ცხინვალის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრები მშრალმა ამინდებმა გამოიწვია. კვამლს, ორი დღეა, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიებიდან ხედავენ როგორც ზნაურის (ყორნისი), ასევე, ცხინვალისა და ახალგორის რაიონების სოფლების სიახლოვეს.

ატოცის გარდა qartli.ge-მ ხანძარი სოფელ საკორინთლოსთანაც დააფიქსირა. ხე-ბუჩქნარებში გაჩენილი ცეცხლი სწრაფად გავრცელდა რამდენიმე ჰა-ზე და ოსურ სოფელ მსხლებს მიუახლოვდა. საკორინთლოელები ამბობენ, რომ ხანძარი ერთი კვირის წინაც გაჩნდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები