ახალი ამბები
სლოვაკეთში გორელმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში მორიგი რეკორდი დაამყარა
გორელმა გიორგი მუჯარიძემ, "ევროპის თასი ტყორცნებში", 23 წლამდელთა კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა. ,,ევროპის თასი ტყორცნებში" რეკორდიც დაამყარა. 

ეს, მიმდინარე წელს, მისთვის მეორე რეკორდია. ამჯერად, სლოვაკეთში გამართულ ჩემპიონატზე ბირთვი 20.27 მ-ზე კრა.

ინფორმაციას მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

გიორგი მუჯარიძის მწვრთნელია დავით მანთიძე, მანამდე სპორტსმენი გივი იაზბარიანთან შეგირდობდა.

იხ. ამავე თემაზე:

გორელმა ბირთვის მკვრელმა საქართველოს ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა

Print

სტატიის გამოყენების პირობები