ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვარი 15 მარტიდან გაიხსნება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 15 მარტიდან გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, საგუშაგოების გავლით, ახალგორის რაიონში და სხვა ქართულ სოფლებში მოსახლეობას გადაადგილება სპეციალური ნებართვის აღების შემდეგ, შეეძლებათ.

სპეციალურ ნებართვა დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა გასცეს.

ცხინვალის მედიის ცნობით, საგუშაგოებზე სამხედროები სამუშაოს დასაწყებად ემზადებიან. ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვარს ჩაიკეტა. ცხინვალში ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპის ვირუსს ასახელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები