ახალი ამბები
საბავშვო ბაღები გორის რაიონში, სადაც გაზის სისტემებს დეფექტები აღმოუჩინეს
გთავაზობთ ,,სოკარ ჯორჯია გაზის" სპეციალისტების მიერ შედგენილ დასკვნის შედეგებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებულ შემოწმების შემდეგ შეადგინეს.

qartli.ge წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, 26 საბავშვო ბაღში გაზის გამათბობლებს დეფექტები აღმოაჩნდათ. დასკვნა 22 თებერვლით თარიღდება, რომლის მიხედვით, სოკარ ჯორჯია სისტემების დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას ითხოვს.

უფრო კონკრეტულად: (გამოყენებულია დასკვნაში მითითებული ტერმინები)

1. სვენეთი - შიდა ქსელი და ცხელი ნამწვი აირების გამწოვი სისტემა არ შეესაბამა ტექნიკურ პირობებს. გამწოვი გამტანი სისტემა ახლიდანაა მოსაწყობი. შესაცვლელია 5 ონკანი. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
2. ტირძნისი - გამწოვის გამტანი გოფრირებულია და არ არის აცელილი სახურავ-გამტანი. სისტემა გასამართია. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი. მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი.
3. ტყვიავი - შესაცვლელია გამწოვი. შესაცვლელია წყალგამაცხელებელი. მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი. შესაცვლელია ონკანები. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
4. ფლავი - შესაცვლელია და დასამატებელია გამწოვი. გამწოვის გამტანი გოფრირებულია მხოლოდ ნაწილი. შიდა ქსელი მოსაწესრიგებელია. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი
5. ქვეში - შესაცვლელია გამწოვი. გამწოვის გამტანის ნაწილია მხოლოდ გოფრირებული. შიდა ქსელი მოსაწესრიგებელია.
6. ქიწნისი - შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია გამწოვი სისტემა; შიდა ქსელია მოსაწესრიგებელი.
7. ქიწნისის მეურნეობა - შესაცვლელია და მოსაწესრიგებელია გამწოვი სისტემა
8. შავშვები - შესაცვლელია ონკანები, შესაცვლელია გამწოვი და დასამატებელია. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი. ნამწვი აირების გამწოვი სისტემა და გარეწვის მოწყობილობა არ შეესაბამება ტექნიკურ პირობებს.
9. შავშვები (დევნილები) - შესაცვლელია ონკანი.
10. შერთული - შესაცვლელია ონკანები, მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი, შესაცვლელია ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები. დასაყენებელია მეთანოდეტექტორი.
11. ძევერა - შესაცვლელია წყალგამაცხელებელი, დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
12. ხელთუბანი - შესაცვლელია 5 ონკანი, მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი, დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
13. ტინისხიდი - მოსაწესრიგებელია გამწოვი სისტემა.
14. მერეთი - გამწოვის გამტანი ნაწილი გოფრირებულია, შესაცვლელია. შიდა ქსელი მოსაწესრიგებელია.
15. ბერშუეთი - შესაცვლელი და დასამონტაჟებელია გამწოვი. შესაცვლელია ორი ონკანი. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
16. პატარა გარეჯვარი - დაზიანებულია გაზქურა. სამზარეულოს გაზქურის გამწოვია შესაცვლელი.
17. მეჯვრისხევი - შესაცვლელია 3 ონკანი. დასამონტაჟებელია გამწოვი (შესაცვლელია). მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი. დასაყენებელია მეთანოდეტექტორი.
18. მარანა - შესაცვლელი და მოსაწესრიგებელია გამწოვი სისტემა. გაზქურა გადასაადგილებელია სარკმლის სიახლოვეს.
19. კარბი - გამწოვი გამტანი გოფრირებულია და არ არის აცელილი სახურავს.სისტემა გასამართია. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
20. კარალეთი (1) - ონკანები დაზიანებულია 12 ცალი. მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი. სამზარეულოს გაზქურის გამწოვია შესაცვლელი. დასამონტაჟებელია მეთანოდეტექტორი.
21. კარალეთი (2) - ონკანები დეფექტურია და შესაცვლელია. სამზარეულოს გაზქურის გამწოვია შესაცვლელი.
22. დიცი - ცხელი ნამწვის გამტანი შესაცვლელია. შიდა ქსელია მოსაწესრიგებელი.
23. ბერბუკი - შესაცვლელია ონკანები, შიდა ქსელი მოსაწესრიგებელია.
24. ახალუბანი - შესაცვლელია ონკანი, მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი.
25. რეხა - შესაცვლელია გამწოვი სისტემა, შესაცვლელია ონკანები. წყალგამაცხელებელი შესაცვლელი და გადასაადგილებელია. შიდა ქსელია მოსაწესრიგებელი.
26. სათემო - გამწოვის გამტანი გოფრირებულია და შესაცვლელია. შიდა ქსელი მოსაწესრიგებელია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები