ახალი ამბები
ქართველმა სამხედროებმა ცენტრალურ აფრიკაში რქაწითელის რტო წაიღეს
აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა რქაწითელი წაიღეს და დარგეს. ამის შესხებ qartli.ge-ს მისიაში მყოფი ჯარისკაცი ესაუბრა.

ეროვნული გვარდიის ქართული ქვედანაყოფი, 2 მარტს, ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, დედაქალაქ ბანგში ექვსი თვით გაემგზავრა.

ქართული რქაწითელის ჯიშის ვაზი წაეღოთ აფრიკაში და იქ დაერგოთ.

,,აფრიკის რთული გარემოპირობებიდან გამომდინარე ქართული ვაზის ჯიში გამოსაცდელად წაიღეს. ესაა კიდევ ერთი საცდელი პერიოდი რთულ გარემო პირობებში ქართული ვაზის გამოცდის. მიწა აქ სულ წითელია, მეცნიერების მტკიცებით, აქ მეტეორია ჩამოვარდნილი და ამიტომაა ასეთი ფერის, იმდენად გაჯერებულია ნიადაგი ლითონით, რომ კომპასი არ მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს, მოყავთ ბამბა, ყავა, ცოტა სიმინდი. ორი სეზონია წლის განმავლობაში, მშრალი და წვიმიანი. ახლა მშრალი სეზონია. მისია აქ გაგრძელდება რემდენიმე წელი და სამ წელიწადში , თუ იხარა , ნაყოფს მოისხავს და შემდეგ ქვედანაყოფებს ქართული ყურძნის დაგემოვნება შეეძლებათ.“ - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

ეროვნული გვარდიის ქართულ ქვედანაყოფი აღნიშნულ მისიაში 2014 წლიდან მონაწილეობს და აფრიკაში უკვე მესამე ნაკადი გაემგზავრა.

მათ დედაქალაქში მექანიზებული პატრულირება და ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის ბაზის უსაფრთხოება ევალებათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები