ახალი ამბები
ქარელი-ქვემო ლეთეთის მონაკვეთზე ასფალტი დაიგება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ლეთეთამდე ასფალტი დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს ქარელის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, კომპანია ,,შარამ" სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო. 

,,ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. სულ დაიგება 1,897კმ. გზა. სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე რეპორტაჟები:

ქვემო ლეთეთი - სოფელი სკოლის, საბავშვო ბაღის და მოედნის გარეშე

ხევის აღმა სოფელი - ზემო ლეთეთი (რეპორტაჟი)


Print

სტატიის გამოყენების პირობები