ახალი ამბები
,,მრავალფუნქციური" შენობა გამდლისწყაროში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროში ,,მრავალფუნქციური" შენობა დგას, რომელიც ყოველწლიურად რემონტდება. ძველი სასოფლი კლუბის შენობა, იურიდიული სტატუსით, სარიტუალო დარბაზს წარმოადგენს.

ოროთახიან შენობას, 2012 წლიდან 2017 წლამდე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად ,,დაახარჯეს", თუმცა, კასპის მერიამ ობიექტი საბოლოოდ ვერ ჩაიბარა, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ობიექტი დასრულებულად ამ დრომდე არ ცნო.

ადგილობრივების ცნობით, სარიტუალო მომსახურების ნაცვლად, ამ ოთახში იმართება სოფლის კრება, ხოლო ახალგაზრდებმა ტენისის მაგიდა და სავარჯიშო ტრენაჟორები დადგეს.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები