ახალი ამბები
ერგნეთის მუზეუმს აშშ-ს სამხედრო აკადემიის კადეტები ესტუმრნენ
ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმს აშშ-ის სამხედრო აკადემიის ( ვესტ- პოინტის) კადეტები ესტუმრდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე ავრცელებს.

ომის მუზეუმში სამხედროებმა 2008 წლის მოვლენების ამსახველი ფოტოები ნახეს, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანური ისტორიებიც მოისმინეს.

კადეტები სტაჟირებას თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გადიან.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ 2017 წელს გაიხსნა. მუზეუმის გახსნა რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავს დაემთხვა. ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთებია გამოფენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები