ახალი ამბები
,,პანიკის საფუძველი არ არსებობს" - გორის საბავშვო ბაღებში არსებულ სიტუაციას სააგენტო ეხმაურება
,,გვინდა მოგახსენოთ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს." - ასე გამოეხმაურა საბავშვო ბაღების სააგენტოს წარმომადგენელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება. 

qartli.ge წერდა, რომ ,,სოკარ ჯორჯია გაზის" სპეციალისტებმა საბავშვო ბაღებში გაზგამანაწილებელი სისტემების სასწრაფო მოწესრიგება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრნენ.

,,უმნიშვნელო პრობლემები ნამდვილად დაფიქსირდა, მაგრამ ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი აღმოფხვრა."- აღნიშნავს საბავშვო ბაღების სააგენტო.

ამავე თემაზე იხილეთ:

საბავშვო ბაღები გორის რაიონში, სადაც გაზის სისტემებს დეფექტები აღმოუჩინეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები