ახალი ამბები
გორში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
16 მარტს, 11 - დან 16 საათამდე, გორში, "საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში" (სტალინის გამზ. N2) უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამედიცინო გამოკვლევას კლინიკა "ინმედიცი" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩაატარებს.

,,პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და კონსულტაციებს მოსახლეობას სხვადასხვა ექიმ - სპეციალისტები გაუწევენ, მათ შორის ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი და ნეფროლოგი. აქციის ფარგლებში მოხდება სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრაც (გლიკემია)." - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები