ახალი ამბები
გორის პროფილაქტიკაში 5 მანქანა გაძარცვეს
გორში, სადგურის დასახლებაში მდებარე პროფილაქტიკაში მანქანები გაძარცვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს - 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.

გაძარცვულია 5 მანქანა. ორი მანქანიდან საარკები, ერთი მანქანიდან დისკები და ერთიც მაგნიტოფონი.

პ.ს. თავდაპირველად მითითებული იყო 3 მანქანის გაძარცვის ფაქტი. შსს-ს პრეს-სამსახურმა დამატებით გვაცნობა, რომ კიდევ ორი მანქანაა გაძარცვული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები