ახალი ამბები
ყარაფილასთან რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილასთან რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ინფორმაციას არ ფლობს კოდისწყაროს თემის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში ნუკრი მიდელაშვილი. 

სამოქალაქო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დაკავებულები არიან 35-წლის ალან მარღიშვილი და 22-წლის გიორგი ჩიტიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები