ახალი ამბები
კასპის მერიის შენობის სადენებს ცეცხლი გაუჩნდა
კასპის მერიის შენობაში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო სახანძრო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ცეცხლი მხოლოდ ფასადთან გამავალ სადენებთან გაჩნდა.

შიდა ქსელების დაზიანების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. მიზეზებს არკვევენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები