ახალი ამბები
დილიდან ანა დოლიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს სტუმრობს
დღეს დილიდან ანა დოლიძე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფება. დილის 8 საათზე სოფელ ატოცში ჩავიდა და სამოქალაქო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს შეხვდა.

ანა დოლიძის თქმით, რუსეთის ხელისუფლების აგრესიის შესაჩერებლად, აუცილებელია საქართველომ ყველა ტრიბუნა გამოიყენოს.

,,ყველაზე მძიმე ამბავი დღეს არის ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე. ესეც ოკუპაციას უკავშირდება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. საოკუპაციო ხაზიდან უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ ყველა მაღალი ტრიბუნა გამოიყენოსს; საქართველომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რუსეთის ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოსთხოვოს" - აცხადებს ანა დოლიძე.

ატოცის შემდეგ (ქარელის რაიონი) ანა დოლიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში ჩავიდა. შემდეგ კი, გორში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები