ახალი ამბები
გორში მოსამართლეები სტუდენტებთან ლექციებს ატარებენ
გორის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა მოსამართლეებმა დაიწყეს. ამის შესახებ qartli.ge-ს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ლექციები 13 მარტს სისხლის სამართლის მიმართულებით დაიწყო. პირველი შეხვედრა მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამართა.

სტუდენტებთან შეხვედრებს უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის წარმომადგენლები უწევენ.

ლექციები ყოველი კვირის ოთხშაბათს, მონაცვლეობით, ტარდება. ,,კერძოდ, ერთ კვირას სისხლის საართლის საკითხებში და მეორე ოთხშაბათს კერძო სამართალში." - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები