ახალი ამბები
არსებობს თუ არა ,,ნაკადის მომწესრიგებლის" პოზიცია გორის მერიაში
გორის მერიაში ,,ნაკადის მომწესრიგებელი" არ ჰყავთ. ამის თაობაზე qartli.ge-მ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ დოკუმენტაცია გამოითხოვა.

მერის განკარგულების მიხედვით, დაემატა ვიზიტორთა რეგისტრატორის პოზიცია. პირი, რომელსაც ოპოზიციის აზრით, ,,ნაკადის მომწესრიგებელი" ჰქვია, რეალურად ვიზიტორთა რეგისტრატორია.

დღეის მდგომარეობით, გორის მერიაში შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი 19-ია, ხოლო საკრებულოში - 4. ორივე - მერიის და საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 307 ერთეულს:

დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ვიზიტორთა რეგისტრაციას, საშვების გაცემას, შენობაში ვიზიტორთა გადამისამართებასა და გორის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეს მომსახურებას ახორციელებს ერთი შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირი. ვინაიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ბოლო დროს საგრძნობლად გაზრდილია მოქალაქეთა მიმოსვლა, მიზანშეწონილია შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ იქნას ვიზიტორთა მომსახურების 1 (ერთი) სპეციალისტი, რომელიც დახმარებას გაუწევს ვიზიტორთა რეგისტრატორს." - აღნიშნულია მერის განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები