ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში ტრენაჟორებისთვის სივრცე გამოიყო
გორში, კომბინატის დასახლებაში ორი მობილური სპორტული ზონა მოეწყობა მოეწყობა. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, საჩრდილობელი ფანჩატური, წლის ნებისმიერი დროისათვის და ნებისმიერ კლიმატურ პირობებისთვის იქნება გათვალისწინებული. მობილური სპორტული ზონები გორგასალის ქუჩაზე და შინდისის გზატკეცილზე მოეწყობა.

ფანჩატურებში კი, შემდეგი სახის ტრენაჟორები დამონტაჟდება.:

ტრენაჟორი „ნიჩბოსანი“
ტრენაჟორი „სხეულის ამზიდი“
ტრენაჟორი „აზიდვა მკერდიდან“
ტრენაჟორი „მიზიდვა მკერდისაკენ“
ტრენაჟორი „აზიდვა ფეხებით“
ტრენაჟორი „ტვისტერი“
ტრენაჟორი „მუცლის კუნთებისათვის“
ტრენაჟორი „წელის კორექციისათვის“
ტრენაჟორი „ელიფტური“
ტრენაჟორი „ორმხრივი ძელი“.

გორის მერიამ თითო მობილური სპორტული ზონის მოსაწყობა 25 000 ლარი გამოყო. კომპანია 20 მარტს გამოვლინდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები