ახალი ამბები
დიცი-ქორდი-არბო-მერეთის გზაზე ახალი ასფალტი დაიგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: დიცი-ქორდი-არბო-მერეთის გზაზე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებისთვის 2 მლნ 661 800 ლარია გამოყოფილი.

გზის სიგრძე 5,6 კმ შეადგენს და მოიცავს, როგორც სოფლებს შორის დამაკავშირებელ ნაწილს, ასევე, შიდა სასოფლო, თუმცა ცენტრალურ მონაკვეთს.

კომპანიებმა, რომლებსაც აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების წარმოება სურთ, წინადადებების შეთავაზება დღეს დაიწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები