ახალი ამბები
გორის წისქვილკომბინატში გაფიცვა დაიწყო
გორის წისქვილკომბინატში  გაფიცვა დაიწყო. აქციის ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანებაა, რომლის წარმომადგენლები ერთი თვის წინ აცხადებდნენ, რომ ქარხანაში მუშების უფლებები ირღვეოდა.

პროფკავშირების წარმომადგენლის ცნობით, გაფიცვამდე პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო.

,,მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ. მათ საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ" - აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი.

იხ. ამავე თემაზე:

გორის წისქვილკომბინატის მუშები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ



Print

სტატიის გამოყენების პირობები