ახალი ამბები
რა ხდება ხურვალეთში - ადგილობრივების ინფორმაცია
,,ხურვალეთში დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება" - ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ზიზი კურმაშვილი ესაუბრა.

ჩვენ მას შემდეგ დავუკავშირდით, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთში შესვლის თაობაზე:

,,სულ ნახევარი საათია რაც სკოლიდან წამოვედი, ჩვეულებრივი სიტუაციაა სოფელში, როგორც ყოველთვის. რუსები მოდიან ბინოკლით იყურებიან, ევროკავშირის დამკვირვებლები მოდიან, სიტუაციას აკვრიდებიან, ჟურნალისტები მოდიან, გადაღებებს აწარმოებენ. სხვა განსაკუთრებული შემთხვევა არ ხდება" - განაცხადა პედაგოგმა.

მისი თქმით, სკოლა ძალიან ახლოსაა გამყოფ ხაზთან და ასევე გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ პედაგოგებიც:

,,ვესაუბრე ასევე ჩემ კოლეგას, რომელიც ძალიან ახლოს ცხოვრობს და მითხრა, რომ ჩვეულებრივი სიტუაციაა, როგორც ყოველთვს"- აცხადებს პედაგოგი.

შეგახსენებთ, 1 საათის წინ, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა ხურვალეთში გადმოვიდნენ და შესასვლელში დადგნენ.

გუშინ, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 15 მარტს იმ მიწის ნაკვეთების დამუშავებას აპირებდნენ, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ამის საპასუხოდ ოსურმა მედიამ განცხადება გაავრცელა და ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეები შეეცდებოდნენ საზღვრის დაცვას.

გაგრძელება:

ხურვალეთის წარმომადგენელი: ,,რუსი სამხედროები იმ ნაკვეთებთან დგანან, სადაც აქცია უნდა გამართულიყო"
Print

სტატიის გამოყენების პირობები