ახალი ამბები
დავით ქაცარავა ხურვალეთში შესვლის უფლებას ითხოვს
მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას და ამავე ორგანიზაციის მხარდამჭერებს ხურვალეთში კვლავ არ უშვებენ. ავტობანთან განთავსებულ საგუშაგოზე საქართველოს პოლიციის შემადგენლობაც გაძლიერდა.

ქაცარავა მხარდამჭერებს ხურვალეთში მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ სოფელში არაფერი ხდება, მაშინ რატომაა მობილიზებული პოლიცია.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 13 მარტს დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთებს დაამუშავებს, რის გამოც, პოლიციას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოსთხოვა.

14 მარტს ოსურ საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა დაანონსებული აქცია პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ე,წ, საზღვრის დამრღვევებს დააკავებს.

სოფლის წარმომდგენლის, ირინა მაყიშვილის თქმით, საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ქუჯოშვილს და ბატონისაშვილის ოჯახებს ეკუთვნით. მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამ მიწის ნაკვეთებთან პატრულირებენ.

იხ. ამავე თემაზე:

ევროკავშირის მისიის წევრები ხურვალეთში (Photo)

ხურვალეთის წარმომადგენელი: ,,რუსი სამხედროები იმ ნაკვეთებთან დგანან, სადაც აქცია უნდა გამართულიყო"
Print

სტატიის გამოყენების პირობები