ახალი ამბები
ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ჟურნალისტები შეუშვეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდნენ და სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინეს.

ადგილობრივების ცნობით, სოფელში მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას.

დღეს დილით ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ ხურვალეთში რუსის სამხედროების შესვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. qartli.ge დაუკავშირდა სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს, რომლებაც განაცხადეს, რომ ხურვალეთში მსგავსი საშიშროება არ არსებობს.

სოფლის წარმომდგენლის, ირინა მაყიშვილის თქმით, საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ქუჯოშვილს და ბატონისაშვილის ოჯახებს ეკუთვნით. მისი ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამ მიწის ნაკვეთებთან ,,პატრულირებენ".

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 13 მარტს დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთებს დაამუშავებს, რის გამოც, პოლიციას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოსთხოვა.

14 მარტს ოსურ საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა დაანონსებული აქცია პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ე,წ, საზღვრის დამრღვევებს დააკავებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები