ახალი ამბები
ხურვალეთელები ამბობენ, რომ ფოტო ძუკანთკარშია გადაღებული
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ ფოტო გაავრცელა, რომელიც წყარომ მიაწოდა და აცნობეს, რომ ის ხუროშვილების ბაღშია გადაღებული. ქაცარავას განცხადებით, ფოტო 2019 წლის 15 მარტსაა გადაღებული და ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთში მართლაც იყვნენ შემოსულები:

,,ესაა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გუშინ რუსები იმყოფებოდნენ ხურვალეთში, ხუროშვილი-ბატონისაშვილის ბაღებში. ხურვალელებო! გული მტკივა, რატომ იკადრეთ ტყუილი?" - მიმართავს ქაცარავა ხურვალეთის მოსხლეობას.

ხურვალეთში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფოტო გადაღებულია არა თუ ხურვალეთში, არამედ ძუკანთკარში (იგივე ჯუკაანთკარი), რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ. 



qartli.ge-ს გადაღებული აქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ ამ ნაკვეთში ძუკანთკარელი გურამ გუცაევი ნაკვეთს ამუშავეს. რეპორტაჟი 2017 წელსაა გადაღებული. დავით ქაცარავაც აცხადებს, რომ დღეს გავრცელებულ ფოტოზე გუცაევების სახლი ჩანს.


ფოტოზე: გურამ გუცაევი (სოფელი ძუკანთკარი, გადაღებულია 2017 წელს)

Print

სტატიის გამოყენების პირობები