ახალი ამბები
გორში გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
გორში, კომბინატის დასახლებაში. ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. კომპანია ,,იბოლიას" თანამშრომლები ასფალტს აგებენ.

გორგასლის ქუჩაზე სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს. აღნიშნული ქუჩა ერთმანეთს შინდისისა და მშვიდობის გამზირებს აკავშირებს.

რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური კვლევა საპროექტო ორგანიზაცია ,,მ-პროქტმა" ჩაატარა.

დასკვნის შესაბამისად, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას დაახლოებით 758 000 ლარი ჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია. გორგასლის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოებზე ტენდერი 7 მარტს გაიმართა და ,,იბოლიამ" 749 000 ლარად გაიმარჯვა.

სამუშაოების დაწყებას წინ ინციდენტი უძღოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ნებართვის გარეშე ხეების (ნაძვის და ფიჭვის) გადაბელვა დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მცხოვრებნი შეეწინააღმდეგნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები