ახალი ამბები
,,ლომჭაბუკი" ბაზალტის ახალ ფილებში (Photo)
,,ლომჭაბუკის" ძეგლი, რომელსაც ხელოვნებათმცოდნეები ,,გამარჯვების" მონუმენტს უწოდებენ, ბაზალტის ახალი ფილებით უკვე შემოსეს. ძველი ნაცრისფერი დეკორაცია წარსულს ჩაბარდა.

იქვე ახლოს საგამოფენო სივრცისა და საპარკინგე ადგილები ეწყობა. პროექტი იმ გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2017 წელს ევროკავშირისგან მიიღო.

ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძე წერს, რომ ,,გამარჯვების" მონუმენტი უნიკალურია საქართველოში. იგი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა 1982 წელს ააგო.

,,განსაკუთრით უნდა აღინიშნოს თავად მოქანდაკის მიერ შერჩეული ქანდაკების „წასაკითხი“ რაკურსი - ლომზე ამხედრებული, სამხრეთისკენ მსწრაფი ჭაბუკი „ხსნის“, საფეხურებად დაქანებულ საბრძოლო გოდოლებში დაფარულ, მტრის დაუნდობლად შემმუსვრელ ენერგეტიკას და გორის ციხის კომპლექსის მახასიათებელ ელემენტად და მის ორგანულ გაგრძელებად ფორმირდება. ეს ერთი მაგალითიც კი ცხადყოფს მოქანდაკის უნარს დაიმორჩილოს არა მხოლოდ სივრცე, არამედ დაიმორჩილოს დროც" - წერს თავის წიგნში თამარ შავგულიძე.,










Print

სტატიის გამოყენების პირობები